tag:blogger.com,1999:blog-33370770677567376042024-02-20T02:21:39.591-08:00კონსტანტინე (კოკა) ვეკუა: სხარტი სხივებიკონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.comBlogger32125tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-6845020005278867212009-11-04T07:56:00.000-08:002009-11-15T10:17:21.695-08:00გიორგობისთვე, 2009* * *
თავის-უფლება პიროვნების ზეისტორიულობის ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელია.

სიგარეტის მოწევის პროცესი - მაზოხისტური ლიტურგია.

იყავი პიროვნება, კაცი და აკეთე ის, რაც გაგიხარდება. ეს საზოგადოებრივი ბედნიერების მთავარი საზომია.

პოეტი, რომელიც აძაგებს ფილოსოფიას, დამარცხებული პოეტია. ფილოსოფოსი, ან მეცნიერი, რომელიც პოეტი ხდება-პოეზიის მწვერვალის მკვიდრი.

ხშირად გამარჯვებები ღმერთივითაა: მათ გული უფრო ხედავს.

კიჩი მიწიერებას ვერგაცდენილი ცნობიერებაა და ხელოვნებისაგან იმით განსხვავდება, რომ არსობრივად საზღვრული, ამოწურვადია. უსასრულობა მისთვის უცხო ხილია.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-80704956268273072602009-10-01T05:20:00.000-07:002009-10-31T20:35:48.512-07:00ღვინობისთვე, 2009* * *
არსობრივად, დუმილი შინაგანი საუბარია.

ღვინო ბედნიერებისთვისაა და არა-დასათრობად.

ბევრის ცოდნა არ ნიშნავს, რომ ბევრი გესმის. თუმცა, ერთი მეორეს ავსებს.

ცოდნა სიბრძნისთვისაა საჭირო, სიბრძნე-თავისუფლებისათვის, თავის-უფლება კი იმისათვის, რომ პიროვნებას წარმოადგენდე.

პოლიტიკის გარდა პოლიტიკაზე ყველაფერს ვკითხულობ, რათა უფრო ღრმად და უკეთესად ვიცოდე იგი.

დასავლეთმა თეორია პრაქტიკას დაუპირისპირა, აღმოსავლეთმა კი პრაქტიკა-ცოდნას; და ეს მაშინ, როცა ერთმანეთის გარეშე ერთიც იკარგება და მეორეც.

ადამიანები მისთვის ვვარსებობთ, რომ უფრო მეტად ვაკეთილშობილებდეთ ერთმანეთის როგორც შინაგან, ასევე, გარესამყაროებს.

სიკვდილის მას ეშინია, ვისაც არ უცხოვრია.

ადამიანი არსებობას გულით ცხოვრობს.

ადამიანს სიკვდილთან ღირსეული ჭიდილი და შეძლებისდაგვარად მეტი სიცოცხლის დატევის წყურვილი აკეთილშობილებს.

მინდია მთელი თავით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ყველა ტექნოგენური ადამიანი ერთადაღებული.

ტექნოლოგია ზოგისთვის ყავარჯენია, ზოგისთვის-ექსკალიბური.

ჰომერული სიცილის რაობა ჯოჯოხეთზე უარესიცაა და უფრო დიდიც.

თავის-უფალი კაცი, პიროვნება საკუთარ ქვენა ვნებებთან მოჭიდავე და ამ ჭიდილში გამარჯვებული ადამიანია.

ერის კეთილდღეობა თავისთავად სახელმწიფოს აყვავებასაც გულისხმობს მაშინ, როდესაც შეიძლება წარმოადგენდეს რა მმართველი ნაწილის ინტერესების განხორციელების მექანიზმს, სახელმწიფოებრივი სიკეთე იქცეს ერის ბედნიერი ცხოვრების სრულიად საწინააღმდეგო პერსპექტივად.

ადამიანებს შორის ურთიერთობაში მწერლობას გაცილებით მეტი უპირატესობა გააჩნია, ვიდრე ფილოსოფიას. მაშინ, როცა მეორე შეიძლება უძრავად გაიყინოს ერთ ადგილზე და ნაბიჯიც ვერ გადადგას წინ, ლიტერატურას მუდამ გააჩნია გაყინული წერტილიდან ამოძრავებისათვის საჭირო საკმარისი მარაგი.

ფილოსოფია ისეთი აზროვნებითი ლაბირინთიცაა, არიადნეს ძაფი თუ არ მოიშველიე, დაიკარგები, დაიღუპები.

ადამიანი ქრისტეფორე კოლუმბია და ადამიანები-აღმოსაჩენი კონტინენტები.

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.

ვინც რბილიცაა, მტკიცეა; ვინც მტკიცეცაა, რბილია.
ვინც მტკიცეა, გადატყდება; ვინც რბილია, დამარცხდება.

საყვარელი ადამიანის სახელის წარმოთქმა უკვდავი ბედნიერებაა. ამის საფუძველზე ღმერთის წმინდა სახელის წარმოთქმა განუზომლად კიდევ უფრო დიდი მზიურობაა.

koka + koka reloaded + koka revolution = KOKA...

არიან ადამიანები, ვისთანაც სჯობს, არ იკამათო. არის ვითარებები, სადაც სჯობს არ იკამათო. ორივეს გაცნობიერება სიბრძნის ნიშანია.

ყველა ფერი სულ ერთია ...

გარდაცვალება კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა, თუკი ცხოვრობ.

ფილოსოფიას არ მოაქვს ხსნა. იგი მხოლოდ ნაწილობრივ გვეხმარება ამაში.

ეროვნება პიროვნების განვითარების განუყოველი საფეხურია.

ფილოსოფია იმ სიმბოლურ "5 ევროს" მიაგავს, რომლის მიხედვითაც შეიძლება მეგობრობის ფასის, თუ ფასდაუდებლობის გაგება.

თუკი საინტერესო დროში ცხოვრება ჩინური წყევლაა, აპოკალიფსი ასეთი ხანაა.

მებრძოლი შემართება ცხოვრების სათავისკენ სვლის შემთხვევაშია გამართლებული და აუცილებელი, არა მისგან დაშორებისათვის.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-40649835571674946262009-09-01T12:56:00.000-07:002009-09-30T16:59:26.835-07:00ენკენისთვე, 2009* * *
პიროვნულობის ხარისხი დანაღვლიანების ხარისხის უკუპროპორციულია.

ცხოვრება ფასიანია; ვისთვის ძვირი ღირს, ვისთვის-იაფი. კაპიტალისტური წყობის ხასიათი კი ისაა, რომ ცხოვრებაც და ადამიანებიც სავაჭრო საგნად მოიაზრებიან. ამგვარად, ყოფიერება ერთი დიდი ბაზარი ხდება. ტიპიური უმსგავსოება.

კვდომაც თავგადასავალია...

იქ, სადაც სახელმწიფო აუცილებელ ბოროტებად მოიაზრება, საზოგადოება და ადამიანები არ არიან მომწიფებულნი სახარებისეული ჭეშმარიტების სინამდვილისათვის. სახელმწიფო ბოროტების აუცილებლობა ისეთი წყობისათვისაა დამახასიათებელი, რომელიც ღვთიური წესრიგისაგან არ მომდინარეობს.

ღირსსავსე ცხოვრება ფასზე მაღლა დგას.

პიროვნება ის პეპელაა, რომელიც ინდივიდის გარდაცვალებით იბადება.

სიმართლე, ადრე თუ გვიან, მუდამგზის იმარჯვებს. სიცრუე კი მხოლოდ დროებით ან ხანგრძლივ წარმატებას აღწევს, მაგრამ აროდეს-მარადიულს.

ქართველებსა და აფსუებს კვლავ მხოლოდ სიმართლე გაგვაერთიანებს. სიცრუე ჯერ-ჯერობით წარმატებულად გვაშორებს ერთმანეთს; სიცრუე, რომელიც არა ოდენ ქართველებსა და აფსუებს შორის მყოფობს, არამედ თავად ქართველ ერში პარპაშებს.

სიცოცხლე ბავშვია...

არცთუ იშვიათად, პოეზია ისაა, რაც არ გვაქვს.

ადამიანი თვალებთან იწყება და ბაგეებთან მთავრდება...

სიყვარულმა წყენა არ იცის.

სიყვარული ტკივილზე მაღლა დგას.

სიყვარულს ტკივილი სიყვარულითვე გადააქვს.

ნიცშე, რომელმაც სიკვდილის წინ საბოლოოდ აღიარა საკუთარი მარცხი ნაზარეველი ღმერთკაცის წინაშე, დასავლეთის რელიგიური თავგადასავლის უმწვერვალესი გამოვლინებაა.

დუმილი მუდამ ოქრო კი არა, შინაგანი სიყრუისა და უმწიფრობის ნიშანიც შეიძლება იყოს.

არცთუ იშვიათად როგორ უფრო მართებული იქნებოდა: www.literatura.ge, თუ www.kitsch.ge?

სადაც ორივე მხარე არ იმარჯვებს, იქ გამარჯვებაზე საუბარი ზედმეტია.

სიძულვილი და ინდიფერენტულობა ცარიელი სიტყვებით საუბრობენ. ეს სულიერი სიბერწისა და სიმუნჯის ენაა.

დიაბოლიკური განზომილების მახასიათებელი: კიჩი, ანუ არარსი. არარსი, ანუ კიჩი.

ცოდნა სიბრძნისაგან იმით განსხვავდება, რომ პირველი გარეგნულად შეძენილი ინფორმაციაა მაშინ, როცა მეორე შინაგანად დადუღებული და ნაცხოვრები რეალობა.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-77025651086354824902009-08-06T14:27:00.000-07:002009-08-31T06:30:15.449-07:00მარიამობისთვისა, 2009* * *
ვინც ქალის ტუჩებიდან პოემას ვერ ამოიკითხავს, მას არაფერი ესმის ქალის.

შრომა კი არა, ღვაწლი აკეთილშობილებს ადამიანს.

ადამიანებს უვიცობისგან სწყინთ თავიანთი უვიცობა. ასე რომ არ ყოფილიყო, ეცოდინებოდათ, თუ როგორ გადაექციათ იგი ძვირფას სულიერ საგანძურად.

ყოფიერებისა და საკუთარი თავის გააზრება პოიეზისის, შემოქმედების პირველი საფეხურია.

ადამიანი ატომებს იქით იწყება და ატომებით გრძელდება.

უღმერთო ცოდნა მუდამ საზღვრულია და ამოწურვადი.

როდესაც წუთისოფლის ქალაქს ვშორდებით, ჩვენში არსებული ლაბირინთის გავლით უფლის ქალაქამდე გზის გაკვალვას ვცდილობთ.

ფილოსოფია რომ არა, კაცობრიობას კიდევ უფრო დაუგრძელდებოდა ჭეშმარიტებასა და ბედნიერებამდე მისასვლელი გზა.

კაცობა ჭეშმარიტებაა, კაცობრიობა კი-ამ სიმართლის ჯამი. და ეს მაშინ, როდესაც არაკაცების სიმრავლე თვითონ ხდება ერთი დიდი ტყუილი და მას სიცრუე მოსავს ტანს.

თვითშემეცნება მოყვასსა და ღმერთს გვაახლოებს.

სიყვარულის განხორციელება და ქმნა თვით სიყვარულადქცევის საწინდარია.

სიყვარული ისაა, როცა გიყვარს და სამაგიეროს არ ითხოვ. მეგობრობა კი ის დიდი საგანძური, რომელშიც ორი ასეთი სული ერთიანდება.

ზოგი მკვდარია და ჰყარს; ზოგს სძინავს; ზოგი იღვიძებს; ზოგიერთი კი მზის ბრყინვალებით ტკბება. ერწყმიან რა სიცოცხლის მზეს, მხოლოდ ერთეულები ხდებიან მზეები.

მოწოდებით, კაცობრიობა ერთი დიდი ოჯახია.

ერთია, სიკვდილთან ბრძოლაში საკუთარი თავიდან წვეთ-წვეთად გამოწურო მარადისობა და მეორე, თვითონ უკვდავების წყაროსთან შერთვით იქცე ამოუწურავ სიცოცხლედ.

ვინც ღირსეულად ცხოვრობს, არ კვდება, არამედ გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს.

თავისუფალი ადამიანი პიროვნებაა.

თევზები გემოვნებიანი ხალხია. კირჩხიბები კი მიესწრაფვიან გემოვნებას.

მოყვასისადმი უნდობლობა საკუთარი თავისადმი უნდობლობიდან გამომდინარეობს, რაც ისეთივე უკიდურესობაა, როგორც ყველასადმი ბრმა მინდობილობა.

ფილოსოფია ღრმადგააზრებული ცხოვრებისათვისაა საჭირო (რათა თავად იქცეს ასეთად) და არა იმისათვის, რომ ბერწვქმნათ ჩვენი აზროვნება და მოვკლათ იგი.

ქალთან ურთიერთობაში მამაკაცის უხეშობა კი არა, მისი უფრო მეტი სიმამაცე ჰხამს.

ხშირად ქრისტე-მაცხოვრის წუთისოფლისათვის უჩვეულო სიბრძნესა და ჩვენს შორის ჩვენივე ზარმაცი უვიცობა დგას.

სიცოცხლე, რომელიც ერთმანეთისაგან გვაშორებს, სიკვდილია: შესაბამისად ცხოვრება კი-კვდომა.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-11572678886266318942009-07-02T10:11:00.000-07:002009-08-07T02:59:04.523-07:00მკათათვისა. 2009* * *
დამარცხება წარმატებას გულისხმობს, მაგრამ არ ნიშნავს გამარჯვებას. მარჯი მართებულობაა, რაც სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებულ აზრთა მორიგება და ორივე მხარის გამარჯვება.

ვისაც სძულს სიყვარულის შემდეგ, მას არც ჰყვარებია.

სილამაზე თვალს ახარებს, მშვენიერება-სულს.

მშვენიერება ულამაზესობაზე მეტია.

თუ მშვენიერი არ ხარ, ულამაზესობა არაა საკმარისი.

ბედნიერება მშვენიერებას მოაქვს თაურ და არა სილამაზეს.

ქართველებს ძალიან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, უფრო მეტი-გასააზრებელი და გაცილებით კიდევ უფრო მეტი-საკეთებელი.

მანდილოსნები მეცოდებიან, თორემ პოეზიადაშრეტილი ფილოსოფია სწორედაც რომ ქალური საწყისითაა ხელახლა გასანოტივებელი. თუმცა, მამაკაცური საწყისის გარეშე იგი დაკარგავს თავის სიმტკიცეს.

ძალიან ბევრი რამის ცოდნაა საჭირო, რათა ბავშვურობაში გადავიზარდოთ.

სპონტანურობა-თავისთავადობასაც თავისი აღვირი სჭირდება.

ქრისტე მაცხოვარს სასწაულის მოხდენას ურწმუნო უვიცობითა და ამპარტავნებით სთხოვდნენ მაშინ, როცა ყველაზე დიდი სასწაული თვალწინ ედგათ.

ჩემი სასწაული ჩემი საყვარელი ხალხია; ყოველივე, რაც კი უფალს შეუქმნია.

სასწაული სასწავლია.

ადამიანებს შორის უმთავრესია ის, რაც უხილავი, გამჭვირვალე გვგონია და უფრო არსებითი, ვიდრე ბევრი ხილული და ხელშესახები რამ.

ადამიანი უფრო დიდი სამყარო შეიძლება იყოს, ვიდრე ყველა სახელმწიფო ერთადაღებული. ამად, დანაშაულია ამის არგათვალისწინება, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს არ აფასებენ.

ზოგჯერ, შიმშილი ცურვის სწავლას ჰგავს.

მეფური ბუნების ადამიანი სიყვარულში არ წვრილმანდება. მისი შინაგანი ბუნება სავსეა, მთელი, ერთიანი და მზიანი.

სიკეთეზე დამყარებული თავისთავადობა და ბუნებრიობა უდიდესი ადამიანობაა.

ვისაც ადამიანი უყვარს და სიყვარული არა, ან სიყვარული უყვარს და მოყვასი არა, სტყუის, რამეთუ ორივეს ერთიანობა სხვა არაფერია, თუ არა ღმერთში დაბრუნება.

ჰხამს, ადამიანი მარტომყოფიც კი იზრდებოდეს ზნეობრივად და ინაყოფიერებდეს საკუთარ ბედნიერებას.

სამყაროს ყოფიერებისა და საკუთარი თავის ფენომენოლოგიური შემეცნება არაა საკმარისი ბედნიერებისათვის, თუმცა, აუცილებელია კი.

სანამ გონებით განჭვრეტილი სიკეთე გულში არ განხორციელდება, ვერ იქცევა ადამიანის საუკეთესო შინაგან მდგომარეობად.

კაცი უნდა იყო, კაცს კაცობა რომ გაუგო და კიდევ უკეთესი-კაცურად იცხოვრო.

უზნეობა სირცხვილის შეგრძნების დაკარგვას იწვევს-უსირცხვილო ადამიანი კი ცხოველის საფეხურამდე დადის.

უსიყვარულოდ დემონებს ვემსგავსებით.

სიყვარული ჭეშმარიტებაა, უსიყვარულობა კი-ცრუ ყოფიერება.

განათლება სიკეთის განხორციელების პირდაპირპროპორციულია და არა პატივის მოხვეჭის.

არსობრივად მართვა მსახურების ყველაზე კეთილშობილური ფორმაა. ყველაფერი, რაც წინათქმას არ შეესაბამება, დესპოტიზმია, რომელსაც ეგოიზმი და ძალადობა ბადებენ. ეს კი, ადამიანში, თუ ადამიანთა ჯგუფში გაბატონებული სიცრუისა და სიკეთე-ბოროტების ცნებათა აღრევის შედეგია.

ბედნიერების მპოვნელი ღმერთს პოულობს.
სიყვარულის მპოვნელი ღმერთს პოულობს.
მშვენიერების მპოვნელი ღმერთს პოულობს.
ჭეშმარიტების მპოვნელი ღმერთს პოულობს.
უკვდავების მპოვნელი ღმერთს პოულობს.
სიცოცხლის მპოვნელი ღმერთს პოულობს.
მოყვასის მპოვნელი ღმერთს პოულობს.
სრულყოფილების მპოვნელი ღმერთს პოულობს.

ზოგიერთის ცხოვრება კითხვაა და კითხვათა სიმრავლე, ზოგიერთისა-მტკიცებულება, მოწამეობა; უმრავლესობისა კი-არც ერთი და არც მეორე.

უზენაესი ხელოვნება ჩვენში ხელოვნებისვე გაცოცხლებაა. ეს კი თავად ცხოვრებას გარდაქმნის უზენაეს ხელოვნებად.

ადამიანები, ჩვენ თვითონ ვართ ლაბირინთული ციხე-სიმაგრეები, რომელთა შუაგულამდე მიღწევა გვამზიურებს.

რაც უფრო ვუახლოვდებით წმინდა სამებას, მით უფრო ვთავისუფლდებით, რადგან ღმერთი თვითონაა უზენაესი თავის-უფლება.

იყო პიროვნება, ეს მთელი ცხოვრებაა.

ადამიანთა უმრავლესობის აზროვნება გახვრეტილ შაურად არ ღირს; უფრო ნაკლებისა-ათასებად ფასდება, ერთეულებისა კი-ფასდაუდებელია.

პიროვნულად სუსტია ის, ვინც სხვას ტკივილს აყენებს; ხოლო შინაგანად ძლიერი და გაცილებით სრულყოფილი ის, ვინც სხვათ აბედნიერებს.

ვინც თავის საქმეს კარგად და ზნეობრივი მართებულობით აღასრულებს, კარგი პოლიტიკოსია.

პომადა-კოცნით ნაამბორები ტუჩის ფერადი რიდე.

ადამიანთა უმრავლესობას იმაზე მეტი არ ესმის, რამდენსაც ამბობს. რჩეულები კი მუდამ იმაზე გაცილებით ნაკლებს ამბობენ, ვიდრე ესმით.

ზოგჯერ დუმილში: სიმართლეს გეტყვი-არ მოგეწონება, ტყუილს გეტყვი-არ მომეწონება.

მტერს ეშინია პატიოსანი და მშვიდი კაცის.

ხარისხი მუდამ სჯობს რაოდენობას, ხარისხის რაოდენობა კი საუკეთესო ზომა და ოქროს შუალედია.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-34314430051899796442009-06-01T08:35:00.000-07:002009-07-02T10:11:22.855-07:00თიბათვისა, 2009* * *
მორიდება და გამბედაობა, შეგნება და სიმამაცე ერთმანეთს თუ არ ავსებენ, ცალ-ცალკე უმსგავსოებაში გადადიან.

გეორგიანულობა-წუთისოფელში უკვდავების ოაზისობა

ცოდნა ისაა, რომელიც ტვინის ჭყლეტით კი არ იბადება, არამედ თავისთავად მოედინება ანკარა წყაროსავით.

ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა ეპოქათა ნაწილია. მხოლოდ ერთეულები წარმოადგენენ მთლიან ეპოქას.

ღიმილი ადამიანის მზეობის პირველი საფეხურია.

მეგობრობა წარმოუდგენელზე მაღლაც დგაც.

ზნეობა საუკეთესო პოლიტიკაა, ხოლო საუკეთესო პოლიტიკოსი იგია, ვისაც გააჩნია საკუთარი პიროვნებისა და გარესამყაროს გაუმჯობესება-სრულყოფის ნიჭი, ნება, შემძლეობა, სიბრძნე და სიყვარული.

ხშირად, ქალს, რომელიც ხმამაღლა ითხოვს სიყვარულს, არ უყვარს და არც თვითონ უყვართ.

დროს თუ გინდა გაუსწრო, კვალში კი არ უნდა ჩაუდგე მის რიტმს, არამედ საკუთარი უნდა იპოვო.

ერთადერთი ღირებული სიახლე ამ ცისქვეშეთში თითოეული ჩვენთაგანია.

სადაც პოეზიაა, იქ ფილოსოფიაცაა და ცოდნაც. ამ ტრიადის სათავე კი ღვთაებრივი მზიურობაა. ფუტურიზმი-ფსევდოპოეტური მიმდინარეობაა.

ავტორიტეტი წლებს კი არ მოაქვს, არამედ შინაგან სიმწიფეს. ხოლო თუკი ყოველივე ამას ასაკი და სისხლისმიერი ნათესაობა ერთვის თან, მით უკეთესი.

გული დუმილით მეტყველებს-ყველა ყური ვერ გაუგებს მის სიტყვებს.

განათლება მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს.

სიყვარულის ხარისხი სრულყოფილების ოდენობის პირდაპირპროპორციულია.

მომავალს წარსულისა და აწმყოს ქორწინება შობს.

სიყვარული რწმენის ზებუნებრივი სხეულია.

ყველაზე უფრო დიდი და საინტერესო თავგადასავალი თვითონ ადამიანია, რომელიც კიდევ უფრო ღირებული მაშინაა, ოდეს ყოფიერების ლაბირინთში ეს მგზავრობა-მგზავრი მზისკენ იკვალავს გზას.

მარადქალური ქალის მოყვარული კაცი უფრო დიდი მეომარია, ვიდრე იარაღის დემონსტრაციულად მოჟღარუნე.

კაცი ხასიათი უნდა იყო და არა-ქვევრი.

საკუთარ თავზე გამარჯვებაა თავის-უფლება.

ყველაზე დიდი მეომარი მშვიდობის ხელმწიფეა.

პოეზია ფილოსოფიას ერთი ნაბიჯით უსწრებს წინ.

პოეზია ღვთისმეტყველებაა და ღვთისმეტყველება პოეზიაა.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-86511893204459360202009-05-05T03:42:00.000-07:002009-06-01T08:46:06.134-07:00ვარდობისთვე, 2009* * *
უზენაესი ფილოსოფია პოიეზისია. ეს უკანასკნელი სიბრძნის სიყვარულის საუკეთესო ჭურჭელია.

ანტიკური მემკვიდრეობის გათავისებით შუა საუკუნეებში ქრისტიანობამ შეამზადა ნიადაგი, რათა ღმერთი, ღვთიური წესრიგი და ღმერთკაცობა ყოველდღიური საზოგადოებრივი და სამოქალქო ნორმა გამხდარიყო.

ადამიანის სიდიადე თავმოყვარე თავმდაბლობაზე გადის.

სიმართლე სამამაცოა.

შეიძლება უყურებდე ადამიანს და ვერ დაინახო იგი. შეიძლება არ უყურებდე და არ გედგეს თვალწინ, მაგრამ ხედავდე მას ათასი კილომეტრის იქითაც კი.

ტანი სულის ყურია.

მთელი სამყარო რომ გაჩახჩახდეს, ჯერ ჩვენ უნდა ავინთოთ მზეებად.

პოეზია ოდენ ისაა, რომელსაც სულის რუკებზე ერთი მტკაველით მაინც შეუძლია მთების გადადგმა.

სიცოცხლე თვითონაა მოძრაობა და ირგვლივაც მოძრაობაში მოჰყავს ყოველივ-შეიძლება ერთი ადგილიდან არ იძვროდე და მაინც მთელი სამყარო შემოიარო.

ყველაზე დიდი პოეტები ისინი არიან, ვინც ადამიანის გულისა და სულის ფურცლებზე წერენ და არა ქაღალდზე.

პოეტი ისაა, ვინც ადამიანთა ბედნიერების საფუარია.

პოეზია სულის ისეთი წვრთნა და განმტკიცებაცაა, რომელიც ბანალურობით სნეულ ყოფიერების ზღვაში ერთი თავით უფრო მაღლა გაყენებს.

სრულყოფილება მიტომაა სრულყოფილება, რომ საზღვარი არ გააჩნიაა-რაც უფრო მეტს დაიტევ, მით უკეთესი.

ადამიანები მზეები ვართ. უბრალოდ, კიდევ უფრო მეტი მზიანობა არსებობს-რაც მეტს მოიპოვებ და დაიტევ, მით უკეთესი.

ადამიანში გაუხმაურებლად არსებული სიბრძნე ძალუმი მაშინაა, როცა დუმილით კიდევ უფრო უღრმავდებიან და მოქმედებაში მოჰყავთ იგი. ერთი შეხედვით, ასეთი საუნჯის მქონე პიროვნების დანახვა არაა ადვილი-გულისხედვა უნდა გქონდეს მახვილი, რომ შეამჩნიო.

მდუმარედ საქმიანი სიბრძნე უფრო ღრმა და მეტია.

სიბრძნე მოსასმენადაც თაფლია. მაგრამ განხორციელებული სახით-უფრო ძლიერი.

რა იქნებოდა სრულყოფილება, ამოწურვადი და საზღვრული რომ ყოფილიყო? არც რა.

როცა ადამიანი თავისი პიროვნების საზღვრებს აცნობიერებს, უფრო უბრალოა და ნათელი. ხოლო სანამ თავისი სიდიადე უსაზღვრო ჰგონია, მუდამ ილუზიებით დამძიმებული ივლის და ვერ ეღირსება მშვიდობიან და მზიან დღეებს.

ყველაზე ტკბილი პიროვნების ხასიათის შინაგანი სიმრგვლეა.

რა იშვიათი ბედნიერებაა ფასდაუდებელი სულის მქონე ადამიანის შეხვედრა.

თუ ვერ შეიყვარე ადამიანი ისეთი, როგორიცაა, სხვანაირად მას ვერ შეიყვარებ.

ჩვენი ბავშვობა ზეციური ბავშვობის წინასახეა.

როდესაც პოლიტიკა კეთილსინდისიერი და ღირსეული ადამიანების ხელში არ იმყოფება, იგი უცილოდ ანტი-პოლიტიკად გადაიქცევა.

სევდა სიცარიელისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.

სოკრატე-ფილოსოფიური აიკიდოს დიდოსტატი...

ვინც არ ცხოვრობს, ბურიდანის ვირია...კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-4486259823564404092009-04-14T12:48:00.000-07:002009-05-05T03:45:13.741-07:00აპნისი, 2009* * *
ნეტარ იმას, ვისთვისაც სიცოცხლეც და გარდაცვალებაც ღირსების განმამტკიცებელია.

განათლებული და ნაკითხი ერთმანეთისაგან იმითაც განსხვავდება, რომ ეს უკანასკნელი კარიკატურული ცოდნის მფლობელია მაშინ, როცა პირველი ცხოვრობს და ახორციელებს ცოდნას.

ნაკითხი ადამიანი ცხოვრების ჩუქურთმაა ოდენ, განათლებული კი თვითონაა არსებობის შინაარსის გამამზიანებელი.

ზოგიერთი ცხოვრების წყლებში უმისამართოდ ტივტივებს. ზოგი ცურვის დასაწყებად არც დაძრულა ადგილიდან. ზოგმა კი საკუთარი თავი მეორე ნაპირზე გადასვლამდე კარგად გაწვრთნა, მიზანიც კარგად განჭვრიტა და მისი ცურვა თვითონ გადაიქცა მზიანი ნების ძალუმობად. პოიეზისი სიცოცხლის საუკეთესო სახეა.

ბუნებით ზეციური მიწათმოქმედი უნდა იყო, რომ უბრალო მოვლენისა და საგნისაგაც კი უკვდავება მიიღო ნაყოფად.

სწავლა რისთვის? იმისათვის, რომ სნეულ ცნობიერებაზე დამყარებული სისტემის ნაწილი გახდე, თუ იმისათვის, რომ განათლდე და ბედნიერებას ეწიო, ხოლო შენი ბედნიერებით სხვასაც არგო?

ქრისტე ყველა დროის უდიდესი მინდია და ალქიმიკოსი-ღმერთია: მან თავისი ცხოვრებით, ჯვარცმითა და აღდგომით სიკვდილიც კი სიცოცხლედ აქცია.

ვინც ოდენ ლამაზია, წლებთან ერთად ყვავილივით დაჭკნება. მხოლოდ და მხოლოდ მშვენიერი ლამაზდება კიდევ უფრო სიბერეში.

სრულყოფილება იმ მთასა ჰგავს, რომელსაც მწვერვალი არ გააჩნია.

კაცი უპირველესად მუხა უნდა იყო და არა ბამბა.

სულიერად კეთილშობილი ადამიანის დუმილიც კი პოეზიაა.

თავაზიანობა ბოდიშს იხდის, კეთილშობილება კი-მადლობას.

შენზე მაღალი ღირსების ადამიანის დუმილს რომ გაუგო, შესაბამისად უნდა გაიზარდო ჯერ.

ჩვენი სულის სიღრმეში არსებული მუსიკა ყველაზე დიდი მუსიკაა და მას დუმილით თუ ჩასწვდები-შესწვდები.

ერთია დაკვირვება, გათავისება-მეორე.

სიცრუე არღვევს სამყაროულ წესრიგს და ძალადობას განაპირობებს.

გულისხმიერი ადამიანისათვის ქალის ბუნება მამაკაცური რაობის ისეთივე მზრდელია, როგორიც ეს უკანასკნელია იგივე შინაარსის მატარებელი ქალურობისათვის.

კაცობრიობა სამოთხეში ჯოჯოხეთის გავლით ბრუნდება.

დუმილის ჭურჭელი ივსება სიმშვიდით.

კაცობრიობის ანტიკური ხანის ცნობიერება-ანტიკური ალქიმია.

უკვდავი ნაწარმოები იმითაც ჰგავს მარადისობას, რომ ერთჯერ მაინც მოჰყავს მოძრაობაში ნებისმიერი ადამიანის გული.

პოიეზისის სიდიდე მოქმედებაში მოყვანილი და განხორციელებადი ფილოსოფიის სიდიდის პირდაპირპროპორციულია.

კაცობრიობა ჯერ-ჯერობით არ დგას სულიერი განვითარების იმ ხარისხზე, რომ პოეზიის სინამდვილე ირჩიოს და ამჯობინოს ჩვენში და ჩვენს ირგვლივ არსებულ კვდომით სნეულ არსებობას.

ყველა ადამიანი გენიოსია. უბრალოდ, ყველას არ ჰყოფნის გენიალობა საკუთარი გენიალობის აღმოსაჩენად.

უბრალოდ ოდენ ისინი საუბრობენ, ვინც ღრმად ჩასწვდა საგანს.

ნაკითხი იყურება, განათლებული-ხედავს. მზე-რა განათლებული ადამიანის ხედვაა.

თავის-უფალი სხვაზე არ ბატონობს.

ვიღაც "სნობი-ერებას" ირჩევს, ვიღაც კი-ბედნიერებას.

მით უფრო დიდია შემოქმედება, რაც უფრო ღრმაა თვითშემეცნება.

სი-კეთ-ე უსამართლობითა და ძალადობით სნეული წუთისოფლის დინების საწინააღმდეგოდ ცურვაა. ნეტარია ამ ცურვაში გამობრძმედილი სულის სხეული.

სიყვარულს არ სძულს. ის, რაც სიძულვილს იწვევს, სიყვარული არ არის, ხოლო ის, რაც სიყვარული არაა, არანაირი ღირებულება არ გააჩნია.

განათლებული ღვთის მიერ გახსნილ კარში შედის, გაუნათლებელი კი-ჩიხში.

პ.ს. ბევრის კითხვა განათლებას არ ნიშნავს.

პავლე მოციქულის ხმალი მშვიდობის, სიმამაცის, სიბრძნის, სამართლიანობისა და სიკეთის სიწმინდეა.

ინდოევროპელების მოსვლა დასავლეთში იგივე შედეგების მომტანი იყო, როგორიც ბარბაროსებისა რომის იმპერიაში, სადაც ამ უკანასკნელის ნანგრევებზე ქმნიდნენ თავიანთ სამეფოებს.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-34028987129158097562009-03-11T23:55:00.000-07:002009-03-26T23:31:44.465-07:00მირკანი, 2009* * *
ადამიანმა მხოლოდ იმაზე რომ წეროს, რაც იცის, შორს ვერ წავა.

ჩიტები ჭიკჭიკით გვეუბნებიან იმას, რასაც მცენარენი დუმილით გვამცნობენ.

მეფურობა-კეთილშობილება სისადავესა და უბრალოებაშია; არა ამაოების ზიზილ-პიპილოებსა და წარმავლობაში.

ბრძენი მუდამჟამს ეძიებს იმ ერთადერთ კარს, რომელსაც განგება მისთვის აღებს.

"მოდი ჩემთან"-ს გულის სიღრმიდან მხოლოდ სიყვარული იძახის: მისი საფუძველი ადამიანში არსებული ღვთიური და მშობლიური გრძნობაა.

გულით და არა ფულით სიმდიდრე.

სიყვარულია უზენაესი ღირსება.

იშვიათი საბედნიერო გამონაკლისები კეთილშობილ სულთა თვისებაა.

სიყვარულის ფესვი და სიმტკიცე მეგობრობაა.

ძალა სიცოცხლითსავსე სიტყვას გააჩნია.

ლოცვის შინა-არსი პოეზიაა. ეს უკანასკნელია ღმერთთან საუბრის უზენაესი პირველსახე.

ძალუმი სიყვარული და სიკეთეა ვაჟკაცობის უპირველესი სათავე.

სიბრძნე არა ოდენ სიკეთისა და ბოროტების გაცნობიერებაა, არამედ უკვდავების უსაზღვრობისა და მოკვდავობის საზღვრულობისაც.

სიკეთე ისეთი რამეა, რომ მის წინააღმდეგ მოქმედს მარადისობის წინაშე საკუთარი თავისთვის გამოაქვს განაჩენი.

დემონი ჩემი სისუსტის კატალიზატორია და არა ჩემი სიძლიერისა და სიმტკიცის.

გენიოსის შეცნობასაც თავისი წილი გენიალობა სჭირდება.

თუ გინდა შინაგანი და სამყაროული არსებობის გაუმჯობესება, კიდევ უფრო გაიკეთილშობილე საკუთარი თავი და მოეფერე, მოესიყვარულე სხვებს.

გულსავსე ადამიანების საუბარიც საქმეა.

ცოდვათა ჩადენის შემთხვევაში ვხვდებით უღირსები, თორემ ღმერთმა ყველანი კარგი გაგვაჩინა.

ზოგი რამის თქმაც კი არ ღირს,
ზოგს დუმილი დამშვენდება.

გულია არსებობის წრის ცენტრალური წერტილი.

ხშირად ლამაზი დუმილი მწარე სიმართლეზე მეტია.

ღირსების ხარისხი საქმიანი დუმილის პირდაპირპროპორციულია. წუთისოფლის ტრაგიკულობა კი ისაა, რომ ცოტაოდენს თუ ესმის და ცნობს ერთსაც და მეორესაც.

ბედნიერება მუდამ ღმერთივით ახლოსაა. ოღონდაც ეგაა, რომ ჩვენი შინაგანი სიბრმავისა და მოუმწიფებლობის გამო ხშირად თვითონვე ვიშორებთ თავს მისგან.

სიყვარული კეთილშობილი სულის ვაჟკაცობა და სიბრძნეა. ვისაც უყვარს, არ წუწუნებს და ოდენ მოცალე შინაგანი ბუნების მქონეთ თუ ესმით ასეთი ადამიანის დუმილით თქმულის.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-42669964509813720912009-02-02T05:58:00.000-08:002009-04-15T05:56:46.508-07:00სარწყუნისი, 2009* * *
ჯანსაღი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი გამართული თავმოყვარეობის საწინდარია.

თავმოყვარეობა ზრდილობის ბიძაშვილია.

ჭირსა თუ ლხინში ფილოსოფოსის შინაგანი სამყარო მშვიდია, პოეტისა კი ორივე შემთხვევაში მღერის, შემოქმედებს. კურთხეულია პოეტური სიბრძნე.

სულიერი სიმშვიდე და ჰარმონია კოსმიური მუსიკის ყურია.

გონება კითხვაა, რწმენა-პასუხი.

ქალები-თბილი მთვარეები.

პოეზია ბედნიერებაა.

უვიცობა ღირსებისა და საკუთარი თავის მტრობაა.

უვიცობა სუსტი თავმოყვარეობის წყაროა.

ქართული ლხინი უძველესი წარსულის მქონე კოსმიური ჰარმონიაა.

რჩეულთა ლხინი სულის გამაკეთილშობილებელი აკადემიაა.

განათლების სიყვარული სიბრძნეა: პირველი კი, ცოდნისაგან იმით განსხვავდება, რომ ამ უკანასკნელის სრულყოფილ, უზენაეს გამოვლინებას წარმოადგენს.

როკვა ეროსის გამოვლინების უდახვეწილესი სახეთაგანია.

ზოგიერთისათვის საყვარელი ადამიანი კეთილშობილების საფუარია, ზოგიერთისათვის-სიმტკიცე, ზოგისთვის კი-მისი გვირგვინი.

სრულყოფილება დუმილით მოქმედებს და ძალუმობს.

ფილოსოფია სიკვდილის სიბრძნის მატარებელია, პოეზია-სიცოცხლის. ორივეს შინაარსი ყოფიერების შემავსებელია.

უმრავლესობას ისტორიის წაკითხვა შეუძლია, ნაკლებს-მისი შექმნა; ერთეულებს-ერთიც და მეორეც.

პოლიტიკა ადამიანის, ოჯახის, ერის, კაცობრიობის ჯანსაღი ცხოვრების წესია. ყოველივე ის, რაც ამ წესს ეწინააღმდეგება, ან მისგან განსხვავდება, უმეცრებისა და შეცდომის ნაყოფია.

პოეზია სიცოცხლეა და არა პროფესია.

ადამიანი ის პრინციპებია, რომელთაც და როგორადაც აღიქვამს საკუთარ თავსა და გარესამყაროს.

გულის თვალით ვეხებით ჭეშმარიტებას, გონების თვალით კი ოდენ ვჭვრეტთ მას. სიყვარული გულის ხედვაა.

მოუზომავი ვნებები გრძნობების გაბლაგვებას იწვევენ.

სატრფო ის წიგნია, რომელშიც ღმერთი იკითხება, მიჯნურის თვალები და სული კი მისი სათაურია.

გონება გრძნობების მტკიცია.

სწავლა სულიერი კეთილშობილების გაღვიძებაა, მისი წვრთნა და განმტკიცება.

ღმერთი სიყვარულით იგრძნობა.

ვინც ღმერთს გულით ეძიებს, ბევრისთვის წარმოუდგენელ და მოულოდნელ ადგილასაც იპოვის მას.

ჯანსაღი გრძნობა და კეთილგონიერება ჯანსაღი რწმენის უმტკიცეს საფუძვლებს ქმნიან.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-39188023248187992682009-01-25T23:22:00.000-08:002009-01-25T23:23:01.731-08:00სარწყუნისი, 2005* * *
სამშობლოსადმი სამსახურმა ადამიანობა არ უნდა დაგაკარგვინოს, რადგან აქ გადის სამართლიანობისა და უსამართლობის ზღვარი.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-24024226588596994742009-01-25T23:21:00.000-08:002009-01-25T23:22:37.529-08:00ღვინობისთვე, 2004* * *
მართებულია, როცა ადამიანი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. მეგობრობაში ასე ხდება.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-25181915833419587952009-01-12T17:58:00.000-08:002009-01-30T04:48:16.834-08:00იგრიკა, 2009* * *
პოეტები იმად კი არ ვართ, რომ ლექსებს ვწერთ, არამედ იმად, რომ გვიყვარს.

ცარიელი გულისთვის სიყვარულიც ამაოებაა მაშინ, როცა გულმზიანი ადამიანი ამაოებასაც კი ამარადისებს.

სიყვარულის გულის ჭურჭელში დატევას თავსი ვაჟკაცობა და სიბრძნე სჭირდება.

სიყვარული ისიცაა, როდესაც უსიამოვნებაც კი ერთით მეტი მიზეზია სიყვარულის ზრდის

პატარაა იმ ადამიანის სიყვარულის ჭურჭელი, ვისაც არ ესმის მდუმარედ მეტყველი ტრფობის.

ზოგიერთი ფსიქოლოგიას წიგნებიდან ეცნობა, ზოგი კი გულისხმიერი იბადება.

ის ადამიანი ფლობს კარგად ენას, ვინც სიყვარულს მეტყველებს.

სიყვარულში წარსული, აწმყო და მერმისი ერთი მთლიანობაა.

პოეზია ისტორიის შემოქმედებაა. ეს უკანასკნელი კი-უფრო შექმნილის გააზრება და მოწესრიგებული აღწერა.

ის უფრო ახლოსაა უფალთან, ვინც აცნობიერებს, რომ გულითაც და გონებითაც შორსაა მისგან, ვიდრე ის, ვინც კიდევ უფრო დაშორებულია ღმერთს, მაგრამ თავი ღვთისგან განათლებულად მოაქვს.

სიყვარული სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის და ორივეზე მაღლდება.

სიყვარული ერთიანობის სისავსეა.

სულიერი კეთილშობილებაა ვაჟკაცობა.

საინტერესო ადამიანის გვერდით ცხოვრება ბედნიერებას არ ნიშნავს-ეს ოდენ ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

დედოფალს მეფის და მეფისადმი სიყვარული ქმნის დედოფლად; მონებს ავხორცები ელტვიან.

ადამიანი საკუთარი ჩანაფიქრებისა და მათი განხორციელების ხარისხით ადამიანობს.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-56076332145690403122008-12-26T17:20:00.000-08:002008-12-29T03:53:05.968-08:00ქრისტეშობისთვე, 2008* * *
ბევრის ცოდნის ილუზიით ისაა შეპყრობილი, ვინაც მხოლოდ ჭვრეტს და ჯერ ძვრაც არ უქმნია თავისი ცხოვრების გზაზე. გონების აბსტრაქტული მოძრაობა სიკვდილია, თუკი მის ჩონჩხს სიცოცხლე არ შეესხმება. მზიურობით კი ის ივსება ყოველდღიურ, ვინც სრულყოფილების სავალ გზაზე დაუღალავ მგზავრსა და ნეტარ უვიცს წარმოადგენს.

ქართველი ერის ღირსეული ვაჟკაცების კვალობაზე ჩვენი უკეთესი მერმისის მწამს, ხოლო ჩვენი ერის ღირსეული ასულების კვალობაზე კი ეს მერმისი რეალობა ხდება.

ზოგჯერ არაფერია ისე მოსაწყენი, როგორც კენტი გენიალურობა, რადგან ადამიანის ცხოვრებაში ამაზე უფრო აღმატებული შინაარსიც არსებობს.

"არ ვიცი" უფრო მეტ სიბრძნეს იტევს, ვიდრე "ვიცი".

სიმართლე, როგორიც არ უნდა იყოს იგი, მხოლოდ მართალ ადამიანს უყვარს და უხარია.

მთვარის მუსიკა დუმილში დაბადებული მუსიკაა.

სისადავეშია არისტოკრატიულობა.

როდესაც სული იცინის, ბაგე იღიმის.

სადაც სიყვარული ჭარბობს, იქ ადამიანი ადამიანისათვის ბედნიერების საფუარია.

ადამიანი, რომლის ცხოვრების ყოველი დღე იმის სურვილით იწყება, რომ რამე სიკეთე ჩაიდინოს და ვინმეს ბედნიერება მიანიჭოს, შინაგანად მეფეა.

მშვენიერება სულს ამზეღიმილებს.

ომის ერთ-ერთი მიზეზი ადამიანთა უვიცობაა., რითაც სარგებლობენ საკუთარი თავისა და კაცობრიობის მტრები.

თუ გინდათ, გააბედნიეროთ ქალი, მუდამ დაუგდეთ ყური, მაგრამ ყოველთვის ნუ დაჰყვებით, რათა არ გაუბედურდეს და თქვენც არ გაგაუბედუროთ.

ბედნიერია იგი, ვისაც სიყვარული მოძღვრავს და სიყვარულით სწავლობს.

ვისაც თავი სიცოცხლისთვის აქვს გადადებული, მას სიკვდილის არ ეშინია.

სიბრძნე სრულყოფილებასთან შედარებით საკუთარი უვიცობის გააზრებაა.

ყველაზე დიდ ბათურა ძაღლს ჭკვიანი და მელანქოლიური გამოხედვა აქვს... თვალები სულის სარკეა.

თუ გინდა იყო მზიური, შეეჩვიე ადრიანი დილით მზის მისალმებას

ლაპარაკი ------> საუბარი -----> მღერა -----> დუმილის კოსმიური მუსიკა -----> მზე

ყოფიერება ისეთივეა, როგორიცაა ადამიანი ზოგადად. აქ დეკარტის “სუბიექტური იდეალიზმი” მართალი ბრძანებაა.

რაც უფრო გაუგებ საკუთარ თავს, მით უკეთ შეძლებ სხვის გაგებასაც.

სიყვარული და სიკეთე ბედნიერების უმთავრესი კაპიტალია.

სიმართლე მღერის.

ჭეშმარიტება ქალსა ჰგავს-მოპოვებას ელოდება, რათა გაგავსოს შინაგან.

სიყვარული, ეს უკვე მეტაფიზიკაა...

ბევრმა მაკიაჟმა იერისა და გონების გამაკიაჟება იცის. სახის საუკეთესო სამკაული სულის მშვენიერებაა.

მზე, პირველ რიგში, ჯერ გულშია ასანთები, რომ შემდეგ უთვალავი მზე დაინახო ირგვლივ და მზედქცეული თავადაც კოსმიური მზის ნაწილი გახდე.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-83419344175186016932008-11-25T14:40:00.000-08:002008-12-02T17:09:32.057-08:00გიორგობისთვე, 2008* * *
სხვებს სასიამოვნოდ ისეთი ადამიანი აოცებს, რომლის უმთავრეს მიზანს სხვათა გაკვირვება კი არ წარმოადგენს, არამედ საკუთარი თავისადმი უფრო და უფრო დამსგავსება.

თავში მხოლოდ სულიერად ღარიბებს უვარდებათ.

ქალი მწვერვალივითაა, რომელიც შინაგან თავის დამპყრობს ელის და მისი ყოველი "არა" ამ უკანასკნელისადმი თქმული მოწვევაა.

ფეხბურთის ლამაზ სანახაობას იძლევა კარგი ფიზიკური მომზადების, მკვირცხლი გონებრივი შესაძლებლობების, სიმსუბუქისა და რვალივით მტკიცე ხასიათის ინდივიდუალურობაზე დაფუძნებული გუნდურობა.

შინაარსიანი ცხოვრება ისაა, რომელიც ღირს ცრემლად და ღიმილად.

დენზელ ვოშინგტონის დინჯი ღირსებითა და ელეგანტურად განსახიერებული გმირებიც და ფილმებიც სასიამოვნო მზის სითბოა დღევანდელი უღირსების სიბნელეში.

გული-სიცოცხლისა და ბედნიერების კომპასი.

თეთრი პოეზია-გაცოცხლებული პროზა

განაგდე არასოდეს-იყავი ყოველთვის.

უკვდავება ისაა, რომლის მოპოვებაც არა სხვისი, არამედ საკუთარი სიცოცხლის ფასად ხდება.

სიყვარულში და სიყვარულით ყოველივე თავის პირვანდელ, კანონზომიერ მდგომარეობას უბრუნდება და სიყვარული ხდება-არაა შემთხვევითი ჩვენი ტრფობის საგნის თავად სიყვარულად გადაქცევა, როცა გვიყვარს და მას სიყვარულს ვეძახით. მაშინ ღმერთები ვხდებით და ირგვლივაც ყველაფერი ღვთიურდება, სიყვარულდება.

სიკვდილს მხოლოდ სიყვარული ამარცხებს, სიყვარული კი უამრავი სიკეთის განძთსაცავია (პირად და გოდერძი ჩოხელის "ადამიანთა სევდის" მაგალითზე).

ის უფრო შესძლებს სიბრძნის სიყვარულის ღირსების დაცვას, ვინც ჩახედულია ფილოსოფიაში და იცნობს მის ნაკლოვანებებს ვიდრე ის, ვინც ამისგან შორს დგას.

სიძლიერე მშვიდია და სავსე.

სიბრძნე სრულყოფილებასთან შედარებით საკუთარი უვიცობის გააზრებაცაა.

მზეჭაბუკი ბერიკაცსა ჰგავს: ორივე მზიურად შეიგრძნობს სიცოცხლის თითოეულ დღეს და სავსედ ცხოვრობს მათ.

თუ გინდა აკეთო საკაცობრიო საქმე, აკეთე ეროვნული ისე, რომ გიყვარდეს და სხვა ერებსაც სცემდე პატივს.

ცნობიერება, რომელიც მატერიალური ღირებულებების მოპოვებისკენაა მიმართული, თავისი განვითარების ხარისხით ერთუჯრედიანი ამების დონეზე დგას სულიერი ღირებულებებისკენ ორიენტირებულ ცნობიერებასთან შედარებით.

სიცოცხლის სიბრძნე სიყვარულში დევს. სიყვარული კი ღმერთია-იგია საუკეთესო მოძღვარი.

საქართველო დღეს უსაფუარო ცომია.

მცდარმა არჩევანმა განგების სილა იცის შედეგად.

მიტომ ვერ გამასწრებ, რომ გამირბიხარ.
მიტომ გაგასწრებ, რომ არ მოგსდევ.

ანუ ქონდრისკაცს ის ქმნის პატარად, რომ საკუთარი თავის შეცნობის მაგივრად მზერა მუდამ გარესამყაროსკენ აქვს მიქცეული და შესაბამისად, ვერ გაუსწრებს და ვერ მოიღვაწებს იმაზე მეტს, ვიდრე ის, ვინც მიხვდა ჭეშმარიტებას.

როდესაც XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ პოეტს, ჩეზარე პავეზეს ჰკითხეს, თუ ვის მიიჩნევდა თავისი ქვეყნის საუკეთესო თანამედროვე პოეტად, მან ასეთად ვიტორიო დე სიკა დაასახელა. შესაბამისად მეც ყველა დროის უდიდეს პოეტად ქრისტეს ვთვლი, ადამიანებს შორის-სოკრატეს, ხოლო უდიდეს მთავარსარდლად-პავლე მოციქულს...

თავისუფლება გაშლილი სივრცეებია.

რა არის სერიოზული? როცა 80 წლის ბერიკაცი ამბობს, რომ დიდი ბავშვია.

მზეჭაბუკები ბერიკაცებსა გვანან-თავიანთი სიცოცხლის თითოეულ დღეს მზიურად შეიგრძნობენ და სავსედ ცხოვრობენ.

When lover criminal’s only fault is their love, the true criminals are those, who consider them this way.

ღმერთმა გვიმრავლოს ისეთი შეცდომები, რომელთა აღიარებაც უდიდესი სიამოვნებაა.

შინაგან ყველა ქალს უნდა, ამოკითხულ იქნეს, მაგრამ ყველას არ ძალუძს ქალის წაკითხვა.

სიყვარული ყველაფერს მოიცავს და ყოველივეს მასში სიყვარული ჰქვია.

23 ნოემბერი-მგლისმუხლა ორფეოსის გამარჯვების დღეობა

სიყვარული ის სამეფოა, რომელშიც სამოთხე და ჯოჯოხეთი თანამყოფობენ.

ეპოქალური ღრიანკალების-გალასა და ირრუბაქიძის შემოქმედებათა მუსიკალური გააზრება და მუსიცირება.

გველოსანი-განკურნების, უკვდავებისა და მზეობის გენია.

ქალს ყოველთვის მოუსმინე, მაგრამ ყოველთვის არ დაეთანხმო, რადგან მართალია, სიამოვნებთ გამგები მამაკაცები, მაგრამ არ და ვერ ყვარობენ მუდამ და ყველაფერში დამყოლებს. ეს უკანასკნელი, ადრე თუ გვიან, ლახავს როგორც ქალურ, ასევე მამაკაცურ თავმოყვარეობას.

თავმოყვარეობა უკიდურესად ადამიანური გრძნობაა, პატივმოყვარეობა კი-ცხოველური ინსტინქტის უზენაესი გამოვლინება. შუა უზით დიდი ზღვარი.

არა სიცოცხლეს წერისათვის; კი წერას სიცოცხლისათვის.

ქალი უფსკრულია; და რაც უფრო ქალურია იგი, მით უფრო უძიროა მისი მშვენირების სიღრმე.

ვისაც ისევე არ უყვარს სიღრმე, როგორც სიმაღლე, ქალს ვერ შეიცნობს.

ცოლ-ქმრობა კიდევ ერთი მოსაწყენი ტვირთი ხდება იქ, სადაც სიყვარული და მეგობრობა არაა.

პოეტისათვის ყოველი დღე ლამაზია და მშვენიერი

ამინდი ოდენ კარგი, ან ცუდი კი არაა, საინტერესოცაა.

გულის სიბერეს მუსიკა აკლია.

სიცოცხლე იმას უყვარს შინაგანი გამეტებით, ვინც სიკვდილს ღირსეული ღიმილით ერკინება.

ყოველთვის მოულოდნელი იგია, ვინც სიტუაციაზე მაღლა დგას.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-5596257180560889442008-11-01T11:08:00.000-07:002008-11-01T11:14:37.789-07:00ღვინობისთვე, 2008* * *
ქალი არა როგორც წარმწყმედელი მაცდური, არამედ ქალი, როგორც უკვდავების ასტრალური ხიდი.

ჰესსე-სულის უფსკრულებიდან ამოფრქვეული ზღაპარი; კაფკა-ფანტომი; ირრუბაქიძე-ნათელმხილველი, გრძნეული ღრიანკალი.

დალისაგან ჯოჯოხეთის მედიტერანული ფერთა სიუხვით მოაზრება ჰესსეს მასკარადსა და ბულგარკოვის მეჯლისში პოულობს პარალელებს.

ქართული როკვის შინაარსი ის ზეიმია, რომლის ცეკვით თარგმანებულ დახვეწილ საზოგადოებრივ ურთიერთობებზე უკეთესს არ იცნობს კაცობრიობა.

ცხოვრება საკრალური თამაშია. მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია და მოძრაობაში მოჰყავს სული; უკვდავება კი გამარჯვებას მოაქვს. ტრიუმფი არა ოდენ საბოლოო შედეგია, არამედ ყოველდღიური პროცესი.

თვითმკვლელობას გიჟი ახორციელებს... უმწიფარი ადამიანი გაურბის მას... ბრძენი კი-დასცინის...

სიბრძნე მალამოა.

ერიშვილი ერის ძმაცაა და ერის მამაც. მანდილოსნის შემთხვევაში-შესაბამისად.

სიყვარულში სულის სიმტკიციდან სულის ალუღლუღებამდე ერთი ნაბიჯია და პირიქით.

დაღლისას წელში გაიმართე.

ცოდნა, რომელიც არ სულიერდება და არ ხორციელდება, მკვდარია.

ამაოება ღლის. უკვდავება კი წუთისოფლისაგან დაღლილსაც ამხნევებს.

ნებისმიერ ადამიანს, ყველაზე ცოტა, ერთი უახლოესი მეგობარი მაინცა ჰყავს და ეს მისი მფარველი ანგელოზია. კიდევ უფრო დიდი მეგობრებია მაცხოვარი უფალი ჩვენი-ქრისტე და მარიამ ღვთისმშობელი. მათ გულში, გულით და გულიდან ესაუბრებიან.

გული-ბაგე სიყვარულის
გული-თვალი სიყვარულის
გული-სმენა სიყვარულის
გულისცემა-ფეთქვა სიყვარულის
გული: დრო-სივრცის გადამდნობი ზღაპრული ბრძმედი.

არც ფილოსოფია, არც მეცნიერება, არც ხელოვნება, არამედ რაღაც უფრო მეტი.

სიყვარული შემოქმედების საუკეთესო წყაროა.

მთელი შემოქმედება, როგორც ერთი დიდი ბოლერო.

საუკეთესო ღვთისმეტყველება ისაა, როდესაც სიბრძნის სიყვარულის სული ხელოვნებაა, ხოლო მეცნიერება-მისი სხეული.

მთელი სამყარო და არსებობა-სიყვარულის მასალა.

ბედნიერება გულმზიანობაა-ბედნიერებაა გულმზიანობა.

გასქელებული ტანი-გათხელებული სული.

ბოროტება საზღვრულია, სიკეთე-ამოუწურავი.

ლოტოსი: საკუთარი თავის ამოზიდვა-ამოზრდა ამაო ყოფიერების ჭაობიდან.

შეიძლება ხანში შესული დიდი ბავშვიც იყო;
შეიძლება ხანში შესული ორი წლის ბავშვივით იქცეოდე...
ერთმანეთისაგან არსობრივად განსხვავებული რამეა.

უკვდავება წყალივითაა: მას გაშლილი თითებით ვერ მოიხელთებ და გაგებნევა, თუკი მარადისობის ჭურჭლად არ იქციე თავი.

ბედნიერი გული უამრავი სიკეთის განძთსაცავია.

მხოლოდ მშვენიერება არსებობს-უფრო და უფრო პარადოქსული ჩანს ხომ, მაგრამ ასე იყო, ასეა და ასეც იქნება.

ყველაზე დიდი შემოქმედება ისაა, როდესაც ხელში საკრავი (კალამი, საჭრეთელი, ან ფუნჯი, ან სულაც საროკველად ხარ გამზადებული) გიკავია და იმის მაგივრად, რომ გადმოსცე შინაგან დადუღებული, თუ გარესამყაროში ამოკითხულ-ნაგრძნობი, სულგაშეშებული დგახარ უზენაესი მშვენიერების წინაშე და თითსაც კი ვერ ამოძრავებ. გული მაშინ ბედნიერების მზითაა გაკავებული.

ირრუბაქიძის "მიწასთან დაბრუნება" და ყოველივე მასში დატეული-კოსმოცენტრიზმი;

გალას "ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამული?"-კოსმოცენტრიზმი;

დოჩანაშვილთან კეჟერაძის მიერ ბუნების წიაღში ჩუმი ძალუმობით გამხელილი სამშობლოს სიყვარული-კოსმოცენტრიზმი;

ხალხური “ბარდში მძრომელო ხოხობო, შენ, ტურფა ხარისთვალაო”-კოსმოცენტრიზმი;

ტექნოცენტრიზმი-ადამიანისა და აქედან გამომდინარე, ზოგადად კაცობრიობის სულიერი იმბეცილიზმის შედეგი.

ოქრო მწვანეში მიმობნეული და შემოდგომის ფოთლებში დაბინავებული ზაფხულის ცეცხლია.

სიმბოლო-ღვთიური მოზაიკის ნაწილი.

მდაა-მისტიური გაკვირვების რომანტიული შორისდებული

გამარჯვება მამაცების ხვედრია. სიმამაცეს კი სიყვარული და ადამიანობა აკეთილშობილებს.

სუფრა-სარკე ადამიანის.

მუსიკა-სიცოცხლის ჩუქურთმა.

ყოველთვის ყველაფრის პატიება ისეთივე უმსგავსოებაა, როგორც პატიების არმცოდნე ამპარტავნება და ქედმაღლობა. ორივე სნეულებაა.

ჩინგიზ-ყაენისა და თემურ-ლენგის მონღოლური სისასტიკე სტეპური ინფანტილიზმია კოლხი ძუ ავაზის-მედეას შურისძიების წინაშე.

კარგი მორკენალი ქალის საუკეთესო მოალერსეცაა, რადგან ძალა და სინაზე ერთმანეთს ავსებენ მასში.

ფილოსოფია რომ არა, ხელოვნება ღარიბი იქნებოდა და ზედაპირული; ხელოვნება რომ არა, ფილოსოფია კარგა ხნის წინ იქნებოდა გამოგლოვილი.

იმის მაგივრად, რომ ადამიანთა შორის სიყვარული სუფევდეს, ქვეყნიერება კი მშვიდობისა და მშვენიერების სამეფოს წარმოადგენდეს, დედამიწა ომისა და უვიცობის ასპარეზადაა ქცეული.

კაცი კაცობდეს, ქალი ქალობდეს,
ერთმანეთს ასე თუ შეავსებენ.

რიტმი-სევდის, კვდომის, არარსის, ქაოსის დაურვება და მათზე უფლობა.

საკუთარი თავის გაცნობიერებული მოტყუება ვერაგობაა.

როგორც ბეთჰოვენისათვის იყო მუსიკა ყველანაირ სიბრძნესა და ფილოსოფიაზე უფრო მაღალი გამოცხადება, ასეთივე აღმატებულია საყვარელი ქალის პირველი ამბორი მთელს პოეზიასთან შედარებით.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-80018865564695934522008-09-22T17:56:00.000-07:002008-09-22T17:59:58.605-07:00მკათათვისა. 2001* * *
ენის სიღრმეებში ჩაწვდომა ხელოვანს ქმნის ადამიანს.

ყველაზე დიდი ვაჟკაცობა ამ ქვეყნად საკუთარი თავის შეცნობას, მოყვასის სიყვარულსა და სიკეთის ქმნას სჭირდება.

ღმერთის გამომრიცხავი ვერასოდეს ჩაწვდება ერის რაობას და მისი თითოეული განმარტება-შეხედულება ამ საკითხზე მუდამჟამს მცდარი იქნება.

შურის ხედვის ისარი მოკლეა.

მძინარე სულს შთანთქავს წუთისოფელი-მტერმა ჩაიგდოს ხელთ ღვთის საბოძვარი ნიშნავს, უფლის რისხვა დაგატყდეს თავს, რადგან ადამიანს ისე არაფერი ეძლევა.

სიკვდილი ჟამიერებაში უჟამობაში ცხოვრების საწინდარია.

ახალი აღთქმა ძველი აღთქმისა და განხორციელებული ღვთიური იმპულსის სინთეზია.

თითოეული ადამიანის სიცოცხლე თვით წუთისოფელზე, ამაოებაზე დიდია. ამის ვერგააზრებას შედეგად მოყვასის გაუფასურება მოსდევს კაცის თვალში.

ხსნა არა ამაოების ლაბირინთების ბოლომდე გავლაში მდგომარეობას, არამედ-სხეულებრივი დილეგიდან სულის თავდახსნაში.

რამდენადაც ყოვლადდიდებულია ღმერთი, იმდენად უდიდესი მისტერია იყო ძე ღვთისას განკაცება ამ ქვეყნად.

უნივერსალურ ჭეშმარიტებას მშვენიერება განაპირობებს და არა-სილამაზე.

წუთისოფლის რაობა ადამიანის პიროვნული ტრაგიზმის განმაპირობებელი გარეფაქტორია, რამეთუ ამაოების მატერიალისტური, სხეულებრივი აგებულება საზღვრულს ხდის, ბოჭავს სულიერ უსაზღვროებას.

ჭეშმარიტების ჭვრეტა საფუძველია მისი შეგრძნებისა და მასში განვრცობის.

სხეულის გალაღებით ჭეშმარიტ ბედნიერებას მაინც ვერ ვაღწევთ, რადგან სული მას ეწირება, კვდება.

სულზე ზრუნვა კი იურვებს სხეულს და შედეგი სამარადისო შვებაა, ნეტარება.

აირჩიე, ადამიანო.

ენა იდეალურად გამოსახავს თავისი ერის სულსა და მატიანეს.

ზედმეტი ლაპარაკი დროს ჰპარავს ადამიანს ჭეშმარიტების მოღვაწებისათვის.

ცალკერძი სილამაზე ამაოების გამოვლინებაა.

ხსნა ჭეშმარიტ ღმერთთან მიახლოების ნიადაგზე საკუთარი თავის შეცნობაშია.

საწყისისა და ბოლოს არსებობა ურთიერთმიზეზშედეგობრივია.

"არ არის ღმერთი" უფრო მასზე გულგაბოროტებულის ამონათქვამია, ვიდრე მისი არსებობის გამომრიცხველის.

კურთხეულია ღვთის ნების ამსრულებელი და მიმყოლი.

თუკი საკუთარ თავში ვერ იპოვი სიმშვიდეს, სამყაროც კი ვერ დაგიტევს.

არცერთი იმპერია არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად.

დამპყრობელი ვერ იქნება ხელმწიფე.

ვისაც სხვისი ერის სიკეთე სურს, საკუთარის აყვავებით უნდა დაიწყოს.

გენიოსი, შეიცნობს რა საკუთარ თავს, შეიცნობს სამყაროს.

მთავარია იმ მიზეზთა უარყოფა, რომელნიც ჩვენი სულის სიკვდილს განაპირობებენ და არა-თვითმკვლელობა, რამეთუ სხეული ისედაც მოკვდინებადია.

ნეტარია იგი, ვინაც სხეული დაიურვა სულის ცხოველმყოფელობისა და ლაჟვარდოვან უკვდავებაში დამკვიდრებისათვის.

ჩვენში ცხოვრობს ფენიქსი. ამად, ვკვდებით, რათა ხელახლა დავიბადოთ; ვჭკნებით, რათა სამარადისოდ ავყვავილდეთ.

ასეთი მისტერიაა ადამიანი...

შეიძლება დილეგში იჯდე და ყველაზე თავისუფალი იყო; მაგრამ შეიძლება თავისუფლებაში მყოფიც ტყვეობაში იმყოფებოდე.

ვინც წარსულს უარჰყოფს, იგი ვერც მომავალს შექმნის.

კონკრეტულობამდე ადამიანი ზოგადია.

სადაც სამართლის მოსმენა არ უყვართ, იქ სიცრუე იკიდებს ფეხს.

საკუთარი მომავლის შეცნობის სურვილით დაავადმყოფებული ცრუმორწმუნე წიგნის ისეთ მკითხველსა ჰგავს, რომელიც მუდამ წინდაწინ ცდილობს ნაწარმოების შინაარსის გაგებას, მაგრამ არაფერი რჩება ხელთ საბოლოოდ.

უკვდავების სურნელს აფრქვევს
მშობლიური მიწა,
ვინაც მასში ფესვი გადგა,
დრომ ვერ დაამიწა.

გინახავთ განრისხებული სიკეთე? უსაშინელესია. მარტო ამის წარმოდგენა შეგზარავს.

პოეტი მაშინ რჩება პოეტად, როცა მთელს თავის ცხოვრებას, თვით ყოველ ამოსუნთქვასაც კი პოეზიად აქცევს; ასე იქმნებიან უდიდესნი. პოეზიის სამყაროა მათი სამკვიდრებელი. ეს კი უკიდეგანო სივრცეა.

ნეტარია ადამიანი, რომელსაც მიწისა და მოყვასის სიყვარული აატირებს. ეს სიმდიდრეა, რასაც გაფრთხილება სჭირდება.

ქალი მეგობარი უნდა იყოს და არა მხევალი, ან ბატონი. ამ ურთიერთობაში თანასწორობის დარღვევა ტრაგედიის მიზეზი ხდება ხშირად.

პლატონური სიყვარული ჭვრეტითი ხასიათისაა და ამიტომაა ეს კატეგორია აღმატებული ხორციელ ლტოლვაზე, რომელიც პირველისაგან განსხვავებით, იმთავითვე საზღვრულია.

ხომ სამი სიტყვაა-მე შენ მიყვარხარ, მაგრამ არაფერია მათზე უფრო ძნელად ამოსათქმელი მაშინ, როცა ტრფიალის ცეცხლით ვიწვით.

ნეტარია ერთი, რომელიც ათასებისათვის იბადება.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-78336839049144677242008-09-22T16:37:00.000-07:002008-11-01T11:08:25.831-07:00ახალწლისა, 2008* * *
ლექსისა და პოეზიის შეგრძნება ქალის მოფერებას ჰგავს: თუ შინაგანად არ გაითავისე და არ დაინახე, მდაბიური მოყირჭება იცის.

როგორ გინდა პატივი გცეს ადამიანმა, თუკი სამშობლოს არ სცემ პატივს?

რვალისებური ხასიათი წითელიცაა, თეთრიცა და შავიც.

ვინც ადამიანებსა და კაცობრიობას მსოფლიო წესრიგის დამყარებისათვის საჭირო საშუალებად მიიჩნევს, არ უყვარს არც მოყვასი და არც ღმერთი და ამსოფლიური სამოთხის აპელირებით ჯოჯოხეთის დამყარებას უწყობს ხელს. სადაც სიყვარული არაა, იქ მშვენიერებაა მიმქრალი.

ღვინო ლოცვითა და სიყვარულით უნდა იწურებოდეს. ღვინო საკრალური ცხოვრებაა.

კაფკა-ევროპის შუაგულის ვირტუალურ სივრცეთა მძლავრი ფანტომი.

გულიდან ამოსული სიტყვები ვაზია, რომელიც გონების საროს მეშვეობით იყრის ტანს ზეცისკენ.

XX საუკუნის 20-30 წლების დასავლური კაფეები-ნაზი ავაზების გალია.

პოეზია უპირველესად გულის ნაჟურია და არა გონებისა.

ყოფიერება ხდება ტრაგედია, მაგრამ ამ უკანასკნელს აქვს გაგრძელება და იგი სიცოცხლის გამარჯვებაა.

სადაც მიწა არაა, იქ ცაში ვერ აფრინდები.

მანდილოსნის რვალისებურ "არა"-ზე მაღლა ისეთი მზიურად ცხელი სიყვარული დგას, რომელიც ამ "არა"-ს თანხმობად გადაადნობს.

ცხოვრება, როგორც ლხინი და ერთმანეთის გამაბედნიერებელი ურთიერთობები, თუ ცხოვრება, როგორც ბაზარი და საბაზრო ურთიერთობები?!...

არა, მხოლოდ ფილოსოფოსი ვერ გადაარჩენს სამყაროს მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ასეთი წესი ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია სოტეროლოგიის.

ბედნიერებაა ერთადერთი სინამდვილე-სხვა ყოველი მირაჟია.

ბედნიერების საიდუმლო სიყვარულშია.

ვინც დროს ხარჯავს, მას დრო დახარჯავს.

დასავლეთი ერთი დიდი სულიერი სტეპი გახდა.

სიკვდილთან და-ძმობა და მისი გასიგრძეგანება სიცოცხლეს აძლიერებს და უკეთესს ხდის.

დასავლეთის სიცოცხლე და ახალგაზრდობა აღმოსავლეთშია.

უჭკნობ სილამაზეს მშვენიერება ქმნის.

კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-29185764089263299612008-08-29T08:31:00.000-07:002008-08-29T08:34:30.988-07:00მარიამობისთვისა. 2008* * *
ლიტერატურული აზროვნება ცხოვრებისეული თუ არ გახდა, მოსაწყენი გახდება საბოლოო ჯამში.

გულიდან ამოსული სიტყვები ვაზია, რომელიც გონების საროს მეშვეობით იყრის ტანს ზეცისაკენ.

კარგად თქმული სიტყვა საქმის ნახევარია.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-74603663578808554002008-07-16T17:45:00.000-07:002008-08-01T04:51:54.331-07:00მკათათვისა. 2008* * *
ვინ ბედნიერებას ირჩევს და ვინ-სიამოვნებას. პირველი მოიცავს მეორეს, სიამოვნება კი არ მოიცავს ბედნიერებას, რადგან ამ უკანასკნელის შემადგენელი ნაწილია ოდენ. ვაი მას, ვინც სიამოვნება ირჩია ცხოვრებაში: როდესაც გავლენ ახალგაზრდობის წლები, განქარდებიან მათთან დაკავშირებული ძალა და სილამაზე, ადამიანს სიცარიელე და დაცლილი სული შერჩება ხელთ, რამეთუ წარმავალი ამაოება არჩია წარუვალ მარადისობას.

ვაჟკაცობა სიყვარულში ჭკუიდან არგადაწევაცაა.

ვაჟკაცობა სიყვარულის დატევაცაა.

სიყვარულს ყოველივე წესრიგში მოჰყავს.

არსებობს მხოლოდ მშვენიერება. მისი მინავლება არარსებობის ზრდის ნიშანია ჩვენში.

სიტყვებიც ცოტაა ღმერთის სადიდებლად.

რწმენა ზეგონებრივი მდგომარეობაა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ერთი არანაირად არ გამორიცხავს მეორეს.

განა მამის მკვლელობის სახე არაა უძღები შვილის მიერ მამისეული სახლის დატოვება? შედეგი-მამის ბრწყინვალებაში კვლავ აღდგომილი და ახალშობილი სახით დაბრუნებისათვის შინაგანი ზრდა და სულიერი ჭურჭლის გაღრმავება.

კენტი ფილოსოფიური მიდგომა არ ქმნის ცხოველმყოფელს ადამიანის არსებობას, თუკი ამას თან ხელოვნების შემოქმედებითობა და საქმიანი ცოდნა არ ავსებს.

მანახე შენი მარტოობა და გეტყვი, ვინ ხარ შენ.

ერთადერთი ძალა სიყვარულია და მით უფრო დიდია იგი, რაც უფრო მაღლაა მიმართული.

ახალგაზრდა მოხუცები და მოხუცი ახალგაზრდები...

კათარზისსა და წმინდანობას არც გარე ფაქტორების გამო აქვს ადგილი და არც სხვა ადამიანიებისათვის-იგი შინაგანი მოთხოვნილებაა უპირველესად. ამის შემდეგ იძენს იგი გარესამყაროსადმი სასარგებლო მნიშვნელობას.

ტარკოვსკი + დოჩანაშვილი = სხვისთვის რომ გახდე დღესასწაული, უნდა იცოდე, თუ როგორ ექცე საკუთარ თავს ზეიმად თვით მარტოობაშიც კი.

მუსიკა, როგორც ცეცხლის მატარებელი, მაგარი და ამავე დროს, ჰაეროვნად მეტყველი წყალი.

დასავლეთმა, თავისი კრიზისების წკვარამებში, ყველა მოიდგა სიცოცხლით მანოყიერებელი კავკასიური სინამდვილის გარდა. ეს ჩვენი ბრალიცაა და ჩვენი ისტორიული თავგადასავლის შედეგიც.

მოხუცები ბავშვებივით რომ ესაუბრებიან ცხოველებს, ისაა ლამაზი და საინტერესო.

ქართული პოეზიის მანტია თვითონ სამყაროა.

ცოდვის გზა მოკლეა.

შინაგანად ადამიანი ისეთი რთულია, შემოქმედებითად რომ მიუდგეს საკუთარ თავს, მოსაწყენი დრო აღარ დარჩებოდა.

ამაოებაში ჩაძირვა ღმერთს და ადამიანს ავიწყებს მაშინ, როცა არაფერია უფრო ძვირფასი და ტკბილი, ვიდრე ღვთისა და მოყვასის სიყვარული.

კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-87980375904160811042008-07-09T14:28:00.000-07:002008-07-09T14:35:48.607-07:00თიბათვე, 2008* * *
მახვილივით მამაცურად და ბრძნულად მჭრელი სიყვარული არღვევს ბოროტს და ამარცხებს ბნელს.

ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი იმდენად მშვენიერია, რომ ბოროტება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ მშვენიერება... უძირო შინაგანი სიღრმე და არანაკლებად ღრმა ხედვის ისარია საჭირო იმისათვის, რომ ეს კი არ განჭვრიტო ოდენ, წაიკითხო და წერო ამაზე, არამედ რაც კიდევ უფრო მთავარია-იცხოვრო.

სიყვარული ღუღუნებს, არ ყვირის.

ხორციელი ეროსი უცილოდ მოსაწყენი და საზღვრული გახდება, თუკი სულიერი უსაზღვროებით არ იქნება გაჯერებული. იგივე ეხება მატერიისა და კვდომის ვერდაძლევას.

ციური სილურჯე გამარჯვებული ღვინისფერი დიონისოს ფერია.

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს.

ეგოიზმმა საზღვრული სიხარული იცის, ალტრუიზმს კი ბედნიერებამდე მივყავართ.

სხვის და სამყაროს ყოფას როგორ აქცევ ბედნიერების დღესასწაულად, თუკი ჯერ საკუთარი თავი არ გაქვს ამზიანებული?

სიყვარული ბრმა კი არაა; უბრალოდ, თვალს ხუჭავს, როცა ეს საჭირო და მართებულია.

ბედნიერება სასულეში ამოსული გულია.

ყველანაირი ცოდნა ქალის შესახებ მისგან ერთი ნაბიჯით ჩამორჩენაა, თუკი გულით არ შეიგრძენი იგი.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-44374429583466649252008-06-03T10:16:00.000-07:002008-07-09T14:37:08.818-07:00ვარდობისთვე. 2008* * *
ყველაზე დიდი ლექსი ადამიანების გულსა და გულზე დაწერილი ლექსია.

ადამიანი, რომელიც სიმართლისათვის ბრძოლაში იღუპება, მუდამ გამარჯვებული გამოდის. უსამართლობა მხოლოდ დროებით წარმატებას აღწევს.

მუსიკა ფერადიცაა.

ხელოვნებამ გააკეთილშობილა კაცობრიობა.

უღირსება ღირსებისაგან დასავიწყებლადაა განწირული.

ფილოსოფია არცოდნის შემეცნებიდან იწყება.

ვერგადალახული ეჭვი სკეფსისია, რომელიც სნეულებად იქცევა. გადალახული ეჭვი კი-სიმართლის ზეიმი.

მეფური ბუნების ადამიანები თავიანთი მდუმარებითაც ძალუმობენ.

მეფენი მეფურად სთხოვენ ხელს თავიანთი გულის დედოფლებს.

უნაპირო ოკეანეს უძირო უფსკრული თუ დაიტევს.

ღირსეულს ღირსებაზე სასაუბრო დრო არ აქვს. იგი თავისი ცხოვრებით საუბრობს უფრო.

ვაჟკაცის ვაჟკაცისადმი თქმული მომენატრე განსხვავდება უბრალო “მომენატრე”-საგან.

გარყვნილი გარყვნილებას იფიქრებს, ვაჟკაცი-ვაჟკაცურს.

ფილოსოფია ჩვენ გვცვლის, ხელოვნებით ჩვენ ვცვლით სამყაროს, მეცნიერება კი ხიდია ფილოსოფიასა და ხელოვნებას შორის.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-62722104223080159282008-04-14T17:01:00.000-07:002008-07-09T15:05:45.863-07:00აპნისი. 2008* * *
ირაციონალურობა კი არა, მეტარაციონალურობა, ზერაციონალურობა.

რაც უფრო ვუღრმავდები ჯოჯოხეთის სიღრმეებს, მით უფრო ვხედავ დემონების უსუსურობას თავისუფალი ადამიანის წინაშე.

ამსოფლიური ცხოვრება უფრო რაციონალურია

ცოდვა არა ოდენ სულიერ თვალს ახშობს, გონებრივ მხედველობასაც აქვეითებს.

ვინ სხეულითაა ხეიბარი და ვინ-სულით.

ქალაქი, როგორც ადამიანის, ხელოვანის, პოეტის მიერ შექმნილი ბუნებრივი, სამყაროული წესრიგის ხატი.

ფილოსოფიაც, მეცნიერებაც და ხელოვნებაც სიყვარულის განხორციელების საშუალებებია. უამისოდ ისინი სიკვდილს, ქაოსს, აბსურდს ავრცელებენ.

ადრე, თუ გვიან ჩვენ, ყველანი მთვარეს ვუბრუნდებით. მთვარიდან მზემდე კი ერთი ნაბიჯია.

ქალისადმი უპატივისცემულობა სამყაროს საკრალური წესრიგის შელახვაა.

არ ვეძებ ბედნიერებას ჩემს გარეთ. იგი ჩემშია.

გინდა იყო ბედნიერი?-იყავი.

ქაოსი და სკეფსისი, მათი დაძლევის შემდეგ, ჰარმონიის კიდევ უფრო განმამტკიცებელ ბრწყინვალე გაკვეთილად იქცევიან.

ნებამზიანობა მეხსიერებას კვდომის ჟანგისაგან ათავისუფლებს.

ხელოვნებაა ყოველივე ის, რაც ღირსებას მატებს ადამიანს.
კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-43898849280427780982008-04-14T16:59:00.000-07:002008-07-09T15:12:51.536-07:00მირკანი. 2008* * *
როცა კაცობრიობა მიხვდება, რომ უფსკრულისაკენ მიემართება, შეიცვლის მენტალიტეტს. როდესაც ეს მოხდება, მისი განვითარების გზა იცვლის გეზს, რაც ფაქტიური, ფიზიკური რეალობის დაძლევას გამოიწვევს. მაშინ ეს უკანასკნელი გაქრობას დაიწყებს, ამოიწურება, რადგან უფრო მაღალ ყოფიერებაში გადავა.

სიყვარული უზენაესი კეთილგონიერებაა.

სქესობრივი ურთიერთობა სიყვარულისა და მეგობრობის ჩუქურთმაა და არა მათი თავი და თავი.

წუწკი და ფულის მფლანგველი ერთმნანეთს გვანან: არცერთის საკმარისი ფული არ არსებობს.

მართებულად გაგებული და აღქმული ფილოსოფია ნიშნავს ამაოებისა და უმეცრების ქარიშხალთან უტეხ სიმტკიცეს.

უბრალოება ტკბილია.

მსუყეა იმათი ბედნიერება, ვისაც არ უცხოვრია.

ძალადობა-შინაგანი სისუსტე და სიცარიელეკონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-3337077067756737604.post-24392714924207261092008-04-14T16:52:00.000-07:002008-07-16T17:44:28.999-07:00სარწყუნისი. 2008* * *
ბედნიერება გულისადმი მიყოლაა.

ნებას გონება აფოლადებს.

ამაოება აცარიელებს.

ხელოვნების არსი კვდომასთან და არარაობასთან ჭიდილია და მათი ძლევა.

დაკვირვებული თვალი სიწმინდის ხელყოფის შემთხვევაშიც ამჩნევს, თუ რამდენად უსახური და გულისამრევია ამაოება.

სულიერი არისტოკრატიზმი წელში გმართავს.

ადამიანი მით უფრო საინტერესოა, რაც უფრო ჰგავს საკუთარ თავს. ეს მას უფრორე ხდის განუმეორებელს.

სნეულ “მე”-ს “შენ” კურნავს-დიალოგი ჰარმონიაა, სულიერი ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

ყველაზე დიდი მუსიკა გულის მუსიკაა. თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არ ამ ორკესტრის ახმოვანება.

მზე-ნათლის მუსიკა.

დაკვირვება-ვიზუალური სმენა.

ადამიანი საკუთარ თავში იხარშება.

რა არის ადამიანი, ან რას წარმოადგენენ ტრადიციები, თუკი ერთმანეთს არ არიან შერწყმულნი? ადამიანი აცოცხლებს ტრადიციებს, სულს შთაბერავს მათ. გააზრებულად მიღებული ტრადიციები კი ამწიფებენ, აღრმავებენ და ამტკიცებენ ადამიანის შინაგან სამყაროს.

ხელოვნების ენა საუკეთესო მეგზურია შემეცნებისათვის.

ხელოვნება ზღვარდაუდებელი შემეცნებაა.

წმინდა სამების ანდროგინული ღვთისმეტყველება მიუთითებს ქალსა და მამაკაცს ერთმანეთისადმი მართებულ დამოკიდებულებას.

რამდენჯერაც ადამიანის ბუნებრიობას არაბუნებრიობა შეეხება, იმდენად აკლდება თავისი წილი მშვენიერება.

სხვა და სხვა კუთხიდან შენახედი ჭეშმარიტებაა სრული.

ინტუიცია-სულის გასაღები.

შესაქმე ვერ იქნება არტისტული მრავალფეროვნებით მდიდარი, თუკი ფილოსოფიური სიღრმით და მეცნიერული სიმტკიცითაც არაა გაჯერებული.

დიდი ტკივილის გადატანას და დაძლევას დიდი ვაჟკაცობა სჭირდება, ბედნიერების დატევას კი-კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა.

ვინც ცხოვრობს, სიცარიელეშიც კი ნაყოფიერია

მინოსის ლაბირინთი დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” მთელ ჯოჯოხეთს იტევს

გინდა ცათა ზიარქმნა? - დატერფე ჯოჯოხეთი.

როგორ შეუძლია ადამიანს ბუნებასთან, სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება, თუკი თანამედროვეობის ცხოვრების ხასიათი მას უფრო და უფრო ჯაჭვავს შენობის შიგნით. იგივე ეხება ადამიანებს შორის დამოკიდებულებასაც.

გსურს ღრმა ხელოვნება? ნუ მოგაკლდება ფილოსოფიური ხედვა. გსურს მტკიცე ხელოვნება? იყავი მეცნიერი, რამეთუ ხელოვანი ვერ ეზიარება ზეციურ სიმაღლეებს, თუკი მისი შემოქმედების ფესვები არაა ფილოსოფიური, ხოლო ტანი-ცოდნით გამაგრებული.

მაშინ, როდესაც მეტყველი დუმილი ყველაზე სრული ენაა, ოდენ ცოტა რამაა, რისთვისაც ღირს კალამის ხელში აღება.

ფილოსოფია და მეცნიერება, რომელიც არ სუნთქავს პოეზიით, მკვდარია.

ფილოსოფია ხელოვნების, პოიეზისის გარეშე ვერ იქნება შემოქმედებითი, ხოლო ეს უკანასკნელი სიბრძნის სიყვარულის გარეშე (რომელიც არაა მხოლოდ აზროვნებითი სისტემები, არამედ რაც უმთავრესი და თაურია, ცხოვრების წესს წარმოადგენს) - ღრმა.

როდესაც პოეზია და ფილოსოფია ერთმანეთს დაშორდა, ფილოსოფიამ კვდომა იწყო, პოეზია კი გაღარიბდა.

დიალოგი-ადამიანთაშორის ურთიერთობათა სიტყვიერი ალქიმია.

ფიქრი-ხედვა

თემიდან მოკვეთა-ლუციფერის ზეციდან განდევნის წინასახე.კონსტანტინე (კოკა) ვეკუაhttp://www.blogger.com/profile/11785051410479922333noreply@blogger.com0